სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტი

12/05/2011 10:41
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 69 154 000 ლარი, რომლითაც ხორციელდება ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისი მიზნობრივი პროგრამები. ახალი ინციატივით გათვალისწინებული 150 მილიონი ლარი, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე წელს დაიხარჯება, მოზიდულია სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ მიერ. რესურსი ძრითადად მოზიდულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და კერძო საინვესტიციო ფონდებიდან. ამ ეტაპზე პროექტის თანადაფინანსებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამატებით 9 მლნ ლარი. საჭიროების შემთხვევაში თანადაფინანსების მოცულობა გაიზრდება.