აგრონომების კონკურსი

12/05/2011 10:39
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში რაიონის მთავარი აგრონომის თანამდებობაზე. რაიონის მთავარი აგრონომის მოვალეობა იქნება მისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ფერმერების და გლეხების კონსულტირება, როგორც ახალი კულტურებისა და ჯიშების შესახებ, ასევე წარმოების ახალი მეთოდების, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ. შერჩეული სპეციალისტები სტაჟირებას გაივლიან შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2011 წლის 20 მაისია